თბილისის 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ სექტემბრის მეორე ნახევრიდან გაიხსნება. ამ დროისთვის ახალ სადგურზე მატარებლების სატესტო რეჟიმში მოძრაობენ.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის კრედიტით განახორციელა და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. იმის მიუხედავად, რომ გვირაბები თითქმის ოცი წელია, გაყვანილია ტერიტორიაზე, მეტროს სადგურის მოწყობა აქამდე ვერ მოხერხდა.