მეტროსადგურ „დიდუბეში“ 40 წლამდე მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა. როგორც “ფორტუნას” „თბილისის მეტროპოლიტენის“ პრესსამსახურში განაცხადეს, მამაკაცი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თბილისის მეტროპოლიტენში ამ წუთებში შეფერხებაა.
„ამ დროისთვის, გურამიშვილი-დიდუბის მონაკვეთზე მატარებლები არ მოძრაობენ, რადგან ადგილზე მუშაობს კრიმინალური პოლიცია. ისინი შეისწავლიან ფაქტს და ნახავენ კამერებს. ამის შემდეგ მოხდება მეტროს მოძრაობის აღდგენა. მგზავრები გადაგვყავს ახმეტელიდან გურამიშვილამდე და ვაგზლიდან ვარკეთილის მიმართულებით, მაგრამ გურამიშვილიდან დიდუბემდე მგზავრებს ვერ ვემსახურებით,“ – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.