LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსა და ავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება – კახა კალაძე

152
83062172-3253003271382917-8554555859756122112-o

როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„29 მაისიდან, როგორც პრემიერმა განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას მოემსახურება. იყო გარკვეული უკმაყოფილება ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ ვირუსის თავიდან ასაცილებლად.

როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხვედველობას. მინდა, ჩემს მოადგილეებს დავავალო, რომ ეს გაკონტროლდეს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის გარეშე ასვლა აიკრძალება.

მძღოლები უნდა გავაფრთხილოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩართონ კონდიციონერი და ფანჯრები ღია იყოს, რათა ჰაერი მაქსიმალურად განიავდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები