მეტროსადგურ “რუსთაველზე” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა, რომელიც მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ ჩალიგავა ვაშლიჯვრის სასაფლაოსთან დააკავა.
რა დანიშნულება ჰქონდა მამაკაცის საყურეს და ვინ არიან ფრესკებზე გამოსახული საყურიანი მამაკაცები (ფოტოები)
ძველად საყურე ძალაუფლების ნიშანსაც წარმოადგენდა, ანუ მის სტატუსს წარმოაჩენდა, რომ ის გარკვეულ სოციალურ საფეხურზე იდგა.
გუშინ, გვიან ღამით მეტროსადგურ „რუსთაველში“ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ. მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კიდევ ერთი ვერსია მეტროში მომხდარ დაპირისპირებაზე - რას აცხადებს თვითმხილველი
ერთ-ერთი ყვიროდა : "ქართველ კაცს საყურე არ უხდება"
მომხდარს ჟურნალისტიც შეესწრო, რომელმაც თავდასხმის ფაქტის შესახებ დეტალები სოციალურ ქსელში დაწერა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება ხულიგონობისა და რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მუხლებით დაიწყო.