მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან, ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრი ამოიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას” „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განუცხადეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა უცნობია როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აღსანიშნავია, რომ მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა უახლოეს დროში აღდგება.