LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროპოლიტენის განახლებისთვის ბიუჯეტში 30 მლნ–ია გათვალისწინებული

90

მომავალ წელს თბილისის მერია მეტროპოლიტენის მიმართულებით 30 მილიონიან ინვესტირებას გეგმავს.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, ინვესტირება განსაკუთრებით მოძრავი ვაგონებისა და სადგურების მიმართულებით განხორციელდება.

ლექვინაძის თქმით, იგეგმება 10–მდე მეტროსადგურის განახლება, მათ შორისაა ავლაბრის, ღრმაღელის და ახმეტელის სადგურები.

„თბილისის მერიის ბიუჯეტში მეტროპოლიტენის მიმართულებით, ჯამში, მომავალ წელს 30 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. განახლება მეტროსადგურები და მოძრავი შემადგენლობა“, – განაცხადა ლექვინაძემ „ფორტუნასთან“.

2016 წელს მერიამ დაახლოებით, 20– მდე ვაგონის მოდერნიზაცია განახორციელა. 2017 წელს დაგეგმილია 30–მდე ვაგონის მოდერნიზაცია. ასევე, ხორციელდება პროექტი, რომელიც 2017 წლის პირველ ნახევარში ახალი მეტროსადგურის – მეტრო უნივერსიტეტი ექსპლუატაციაში გაშვებას გულისხმობს.