თბილისის მეტრომ 14:00 საათიდან მუშაობა განაახლა. ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ეტაპობრივად მოხდება.
მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს ვერ გაუზრდის.
4 ივნისს კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების ხელფასი გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ მათი ანაზღაურება პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ხელფასებს აღემატება.