LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტრო “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა

217

თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. პირები, რომლებსაც ბრალი წაუყენეს კომპანიების – „გეომეფისა“ და „ყვარელრემმშენის” წარმომადგენლები არიან.

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 30 იანვარს, 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, ხოლო პროექტის ავტორი და შემდგენი შპს „გეომეფი“ იყო.  ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები