LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტრო “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს 35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

116

მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ჭერის ჩამოგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულებისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა. თავის მხრივ, პროკურორების შუამდგომლობას ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარე. ადვოკატები გირაოს სახით უფრო ნაკლები თანხის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ, მოსამართლემ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 35 000 ლარის ოდენობის გირაო ს გადახდა დააკისრა.

„ყვარელრემმშენის“ დირექტორსა და ინჟინერს ბრალი სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ წარმოებასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო აქვთ წაყენებული. ბრალის წაყენების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი ექსპერტიზის დასკვნა გახდა.

პროკურატურაში ასევე ცალკე წარმოებად რჩება ამავე ფაქტზე საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე საქმეც. როგორც ცნობილია, სარემონტო სამუშაობის ხარისხი მერიის სატრანსპორტო სამსახურს უნდა გაეკონტროლებინა. ამ ეტაპზე ამ კუთხით საგამოძიებო უწყებას პასუხისგებაში არავინ ჰყავს მიცემული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები