2014 წლის ოსკაროსანი მსახიობი, მეთიუ მაქქონაჰი ამჯერად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. მსახიობი ხელჩაკიდებული სეირნობდა მეუღლესთან, კამილა ალვესთან ერთად. მეთიუ და კამილა ჰოლივუდის ერთ-ერთ გამორჩეულ ოჯახულ წყვილად ითვლება. მათ ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავთ და არასოდეს იქცევენ ყურადღებას ხმაურიანი სკანდალებითა და ოჯახური დრამებით.
მაკკონაჰის ალვესი მუდამ თან ახლავს დაჯილდოვებებსა და პრემიერებზე. რამდენიმე დღის წინ ისინი ერთად გამოჩნდნენ რიზ უიზერსფუნის იუბილეზე, ამჯერად კი დასვენების დღე განმარტოებით გაატარეს ნიუ-ორკში. 46 წლის მეთიუ სპორტულ ფორმაში გამოვიდა ნიუ-ორკის ქუჩებში, ცოტა უფრო კლასიკური იმიჯი შეარჩია ფოტოგრაფებთან შესახვედრად პროფესიით დიზიანერმა, კამილა ალვესმა.