ვაგზლის მოედანზე მოვაჭრეები აქციას მართავენ.
მათი მოთხოვნაა – მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენამდე იჯარის გადასახადის განახევრება, ან მისგან სრულად გათავისუფლება.
„მეტირება… მინდა, რომ ვიმუშაო… რითი ვიარსებო, რა მნიშვნელობა აქვს რითი მოკვდები. ვნერვიულობ, იმიტომ რომ მე თუ იქ არ ვიმუშავე, არავისზე არ ვარ დამოკიდებული. ჩემ თავზე ვარ დამოკიდებული. მინდა რომ ვიმუშაო, სხვა არაფერი. თუ არ ვიმუშავე, რა მნიშვნელობა აქვს, რითი მოვკდები“. – ამბობს აქციის მონაწილე.
მოვაჭრეები მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
მათი თქმით, გადასახადები ძველებურად მაღალია, მაშინ როცა მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ, ხალხი ბაზრობაზე აღარ დადის.
“ოცი წელი ვართ ამ ბაზარში და პირნათლად ვიხდით ამ გადასახდს, რა მოხდება, 1-2 თვე შეღავათი გაგვიწიონ. მართლა ვიხრჩობით და ხალხი არ შემოდის სანამ ტრანსპორტი აღდგება, არ შეიძლება ჩვენს მდგომარეობაში რომ შევიდნენ?”- ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში შეზღუდვები ამოქმედდა. აკრძალულია მუნიციპალური ტრანსპორტი.