„მეტი სილამაზე მეტი კომპლიმენტისთვის“ – ამ იდეით, კომპანიამ More Beauty, ევროპის ყველაზე სანდო ბრენდების პროდუქცია ერთ სივრცეში მოაქცია. როგორც თავად კომპანიაში აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინოვაციური მიდგომებით შექმნილ პროდუქტებს Morebeauty.ge სახლიდან გაუსვლელად, ათიათასობით მომხმარებელს უკვე რამდენიმე თვეა სთავაზობს. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მაღალი, ევროპული ხარისხის პროდუქტისა და სერვისის სტანდარტების დანერგვა.
კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილია შვეიცარიული, იტალიური, სამხრეთ კორეული და ფრანგული ბრენდები:
სახის კანის პროფესიონალური მოვლა – HQ Cosmetique
თმის მოსაშორებელი IPL აპარატი – Touch Beauty
კანის სამკურნალო ხაზი Dr. Deep
თმის პროფესიონალური მოვლის ხაზი – Pura Kosmetica
თმის ელექტრო აპარატები – Saint Algue
მამაკაცის წვერისა და თმის მოვლის ხაზი – The Barb Xpert
ეს ბრენდები აერთიანებს სახის მოვლის საშუალებებსა და სხვადასხვა აპარატებს, თმის პროფესიონალურ აქსესუარებსა და შამპუნებს, ელექტროსავარცხლებს, მამაკაცის თმის, წვერის მოვლის, მანიკიურ-პედიკიურის კომპლექტებს.
More Beauty ორიენტირებულია მომხმარებელთა ძირითად მოთხოვნილებაზე – იყვნენ ბუნებრივად ლამაზები, ჰქონდეთ ჯანმრთელი სახის კანი და ჯანსაღი თმა, ოპერაციული ჩარევებისა, თუ სხვა გავრცელებული მოკლევადიანი მანიპულაციების გარეშე.
„წარმოდგენილი ევროპული პროდუქტი გათვლილია ყველაზე – თინეიჯერებიდან დაწყებული, ასაკოვანი ადამიანებით დამთავრებული. ბრენდი მომხმარებელს პირად უფასო კონსულტაციას უწევს და მისი კანისთვის შესაფერის პროდუქტს ურჩევს. კლიენტებს შეუძლიათ გვესტუმრონ ჩვენს ახალ შოურუმში ( „ექსპო ჯორჯია“, 9 პავილიონი), სადაც მათ საშუალება აქვთ გაეცნონ პროდუქციას, გასინჯონ და თავად დარწმუნდნენ მის სანდოობასა და უმაღლეს ხარისხში.
ყველა პროდუქტს აქვს საერთაშორისო გარანტია, ხოლო მთელ მსოფლიოში ფიქსირებული ფასები, ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით, საქართველოში კიდევ უფრო დაბალია. ასევე, მოქმედებს 0%-იანი განვადება.
ჩვენი სამომავლო გეგმები ძალიან დიდია. გვემატება 2 გიგანტი ბრენდი, რომლის შესახებ ინფორმაციას მომხმარებლები ეტაპობრივად მიიღებენ. ასევე ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის საზღვრებს გარეთ გაგზავნას და worldwide shipping-ის დამატებას“, – აცხადებენ კომპანია More Beauty-ში.