LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი Google საქართველოში – აქამდე მიუწვდომელი აპლიკაციებით ჩვენც ვისარგებლებთ

156
1

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა Google – ის ინჟინერიის დირექტორს სარა კლატერბაქს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Google – ის მიერ მთელი რიგი სერვისების გაუმჯობესების მიუხედავად, ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ჯერ ისევ ხელმიუწვდომელია ცალკეული აპლიკაციები, რომელთა ჩამოტვირთვაც შემოვლითი გზებით და ხშირად არც ისე უსაფრთხოდ ხორციელდება. ასევე, ყურადღება გამახვილდა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა google pay, google maps და სხვა, რომლებიც საქართველოში არასრულადაა ხელმისაწვდომი.

ლაშა მიქავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არც თუ ისე დიდი ბაზარია, მას ჰყავს კარგად განვითარებული დეველოპერები, მოსახლეობა, რომელიც აქტიურად იყენებს google – ის სერვისებს, ასევე განვითარებული ტურიზმი და მზარდი რეგიონალური ბიზნეს საზოგადოება, რომელთა შორის ბევრი Google-ის სერვისების ლოიალური მომხმარებელია. მისი თქმით, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ სერვისების განვითარება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად Google – ის ინტერესებშიცაა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლობენ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რათა ინტერნეტ – მომხმარებელმა Google – ის სერვისები საქართველოში სრულყოფილად მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები