თბილისში, მეტეხის N14-ში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობდა. შემთხვევის დროს ბინებში არავინ იმყოფებიდა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ამავე შენობის ნაწილი ორი დღის წინაც ჩამოინგრა.
ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზარალებული სამი ოჯახი რაიონის გამგეობამ დროებით საცხოვრებელში დააბინავა.