Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით იზღუდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით იზღუდება

121
img-7069-2

საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 22 დეკემბრის 13:00 საათიდან 30 დეკემბრის 00:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მოსამზადებელი სამუშაოების განმავლობაში, მოძრაობა შეიზღუდება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით და ასევე, მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გორგასლის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის, ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით. მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ღვინის აღმართის საშუალებით.

ღონისძიებების მიმდინარეობისას, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580 გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსი N333 ხეთაგუროვის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდიდან გადავა ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში დატრიალდება, რის შემდეგაც, ავლაბრის მოედნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს.

რაც შეეხება N538, N547, N550 და N580-ს, მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან, მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, თავისუფლების მოედნიდან N547 და N580 იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N538 და N550 მარშრუტები კი, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.