თბილისში, მეტეხის ხიდთან, მტკვარში მაშველები მოქალაქეს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ მტკვარში მოქალაქე გადახტა.
როგორც “ფორტუნა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები. მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.