LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

50
მეტეხის ხიდი

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ჰიდროიზოლაცია მოეწყო და ასფალტბეტონის ახალი საფარი 2 300 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, მოეწყო და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები. ფასადებს და თაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირებისა და ბოძკინტების აღდგენა იერსახის უცვლელად მოხდა.

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 715 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სამუშაოები, მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა, ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, ასევე, კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატებმა – ლევან ჯაფარიძემ და კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს.

„ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ფაზა – გზის დაგება, რაც დღეს, საღამოს მთლიანად დასრულებული იქნება. ამის შემდეგ „თბილსერვის ჯგუფი“ არსებულ ტერიტორიას დაასუფთავებს და დროებითი დახაზვა მოხდება. საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, მეტეხის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენარჩუნდა ისტორიული მოაჯირები, შეიცვალა საფეხმავლო ფილები, სადრენაჟე სისტემა მთლიანად გამოიცვალა. ასევე, არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რომელიც ხიდს სჭირდება. პროექტით ესეც შესრულდა. გაკეთდა ღამის მინათებები. საკმაოდ ეფექტური და ლამაზი პროექტი გამოვიდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები