LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტეხის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

115
ing (1)

მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, მეტეხის გვირაბში არსებული დაზიანებული ფრაგმენტების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები გვირაბის ორივე მხარეს მონაცვლეობით ჩატარდება.

„პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.

მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის მიმართულებით მოძრაობას მარცხნივ მოხვევით შეძლებენ.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით“, – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.