LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Metaverse-ში ქართული ბანკის პირველი ციფრული ფილიალი იხსნება

224
Untitled

„შემდეგი გაჩერება მეტავერსი“ – ამ სიტყვებით ამცნო საქართველოს ბანკმა საკუთარ მომხმარებლებს დაგეგმილი სიახლის შესახებ. საქმე ისაა, რომ ცნობილი ქართული ბანკი Metaverse-ში პირველი ციფრულ ფილიალს გახსნის.

„ძალიან მალე, საქართველოს ბანკს მეტავერსში შეხვდებით და შესაძლებლობები კიდევ უფრო უსაზღვრო იქნება“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეგახსენებთ, მარკ ცუკერბერგის თქმით, “მეტა” ინტერნეტის მომავალია, რომელიც ადამიანებს ვირტუალურ რეალობაში გადასვლის საშუალებას მისცემს. „ფეისბუქის ” დამაარსებელი ფიქრობს, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სოციალური კავშირები, გართობა, თამაშები, ფიტნესი, მუშაობა, განათლება და კომერცია მთლიანად ვირტუალურ რეალობაში გადაინაცვლებს.. კომპანია, რომელიც მანამდე უმეტესწილად სოციალურ ქსელად აღიქმებოდა, მეტავერსად გადაიქცევა.

აღსანიშნავია, რომ „მეტავერსის” შექმნის იდეა მარკ ცუკერბერგს არ ეკუთვნის. იგი სათავეს 1990-იანი წლების კიბერ-პანკ ნოველიდან, ‘ხარვეზიდან” იღებს, სადაც კარგადაა ნაჩვენები სამყარო, რომელში მცხოვრები სინამდვილისაგან დაღლილი და გატეხილი ადამიანები, შვებას ვირტუალურ რეალობაში გაქცევაში ეძებენ.

სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობაში – რა არის ,,მეტა” და რა გეგმები აქვს მარკ ცუკერბერგს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები