LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Meta-ს ახალი ფასიანი სერვისი – Facebook-ზე ვერიფიკაცია ფასიანი ხდება

229
0x0

META-ში სიახლეებია. ტექნოლოგიური გიგანტი ახალი პროდუქტის, Meta Verified-ის გამოშვებას გეგმავს. ეს გახლავთ გამოწერის სერვისი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავადასტუროთ ჩვენი ანგარიში სამთავრობო ID-ით, მივიღოთ ლურჯი „ბეიჯი“, დამატებითი დაცვა ანგარიშებზე და მივიღოთ პირდაპირი წვდომა ე.წ. „საფორთზე“. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის ნამდვილობის დამადასტურებელი/დამოწმების ნიშნის მოპოვება ფასიანი იქნება.

სიახლის შესახებ კომპანია Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

ახალი ფუნქცია მიზნას ისახავს Meta-ს სერვისებში ავთენტურობისა და უსაფრთხოების გაზრდას. რაც შეეხება საფასურს, Meta Verified-ის ღირებულება იქნება $11,99/თვეში ვებზე და $14,99/თვეში iOS-ზე.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები