META 390 მილიონი ევროთი დაჯარიმდა ევროკავშირის წესების დარღვევის გამო.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის განცხადებით, ის, თუ როგორ ითხოვა კომპანიამ ნებართვა, გამოეყენებინა ხალხის მონაცემები Facebook-სა და Instagram-ის რეკლამისთვის, უკანონო იყო.
Meta-ს აქვს სამი თვე იმისათვის, რომ შეცვალოს გზა, თუ როგორ მოიპოვებს და გამოიყენებს მონაცემებს სარეკლამო მიზნებისთვის. პლატფორმა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
Meta-ს 11,000 თანამშრომელი დატოვებს - ცუკერბერგი ისტორიულ ცვლილებებს აანონსებს
"დღეს მე გიზიარებთ ყველაზე რთულ ცვლილებებს Meta-ს ისტორიაში" - ცუკერბერგი.
ეს ბოლო თვეებში Meta-ს მიმართ დადგენილი მეორე ჯარიმაა. ჯერჯერობით უცნობია, გადაიხდის თუ არა კომპანია დაკისრებულ 390 მილიონი ევროს.
შეგახსენებთ, META-მ გასულ წელს თანამშრომელთა რეკორდული რაოდენობა სამსახურიდან გაათავისუფლა.