LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეტ სიცხადეს ველით” – ჰარცელი ჩანაწერებზე

64
hartseli_w_h

თუ დადასტურდა გამოქვეყნებული ჩანწერები შეიძლება თუ არა გახდეს ივანიშვილის სანქცირების საფუძველი? – ამ კითხვას საქართველოში ევროკავშირის ელჩი პასუხობს.

მისი თქმით, ის თვალ-ყურს ადევნებს ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო ჩანაწერებთან დაკავშირებული ამბის გამვითარებას და კონტექსტის და ავთენტურობის შესწავლამდე კომენტარს ვერ გააკეთებს.

“მე თვალს ვადევნებ ამ ამბის განვითარებას, რომელიც აშკარად ძალიან სწრაფად ვითარდება. სანამ არ გავიგებ, რა არის კონტექსტი, ავთუნტურია თუ არა ჩანაწერები და ა.შ., კომენტარს არ გავაკეთებ და არ დავიწყებ სპეკულაციებს მის შედეგებზე. ველით მეტ სიცხადეს, რომ შევძლო კომენტარის გაკეთება”,- განაცხადა ჰარცელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები