LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტ გალა“ 2023 წლის წითელ ხალიჩას კრეატიული და შრიალა მამაკაცები იპყრობენ

235
page

ნიუ-იორკში, „მეტროპოლიტენ მუზეუმში“ ერთ-ერთი ყველზე გლამურული ღონისძიება, „მეტ გალა“ 2023 გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება კარლ ლაგერფელდის ხსოვნას მიეძღვნა. წითელ ხალიჩაზე  ტრადიციულად უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ, რომლებიც ძირითადად, „შანელის“ ვინტაჟური კოლექციებიდან კაბებში იყვნენ გამოწყობილები, მათ შორის იყვნენ დუა ლიპა, პენელოპე კრუსი და ნიკოლ კიდმანი.

ჯარედ ლეტო „მეტ გალა“ 2023-ის მთავარ მოვლენად იქცა – წითელ ხალიჩაზე მისული გიგანტური ფისო ლეტო აღმოჩნდა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ ღონისძიებაზე წითელ ხალიჩაზე გაშრიალებულმა მამაკაცებმა გასაოცარი კრეატივი გამოიჩინეს და  ექსტრავაგანტური, გამორჩეული და მრავალფეროვანი „ლუქები“ მოირგეს.

უახლეს ფოტოებში თქვენ ნახავთ ვარსკვლავ მამაკაცებს ველოსიპედით, საქორწინო კაბით, კატის კოსტიუმი, შლეიფიანი კაბით და ჩანთის ნაცვლად, ფეხსაცმლით ხელში.

ფოტო: დემნა გვასალიას ჩანთის ნაცვლად, ხელში სპორტული ფეხსაცმელი უკავია

დემნა გვასალია

A$AP Rocky

ჯარედ ლეტო

პედრო პასკალი

ედი რედმეინი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები