LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Met Gala 2021-ის თანაორგანიზატორები ბილი აილიში და ტიმოთი შალამე იქნებიან

357
42524706-0-image-a-97-1620063391651

ტეილორ სვიფტი, კეტი პერი, რიანა, ლედი გაგა, ჰარი სტაილზი – ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც სხვადასხვა წელს კოსტიუმების წვეულების –Met Gala თანაორგანიზატორის ფუნქცია ჩაიბარეს.

უკვე ცნობილია, რომ „ვოგის“ დირექტორს ანა ვინტურს, 2021 წლის გალა შეხვედრის დაგეგმვაში  ბილი აილიში დაეხმარება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ 19 წლის მომღერალი, რომელიც ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდება, არ იქნება ერთადერთი სახე, ვინც საღამოს ორგანიზებას გაუწევს.

საპატიო მისიას შეასრულებენ ასევე, 25 წლის მსახიობი – ტიმოთი შალამე, 23 წლის პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი – ამანდა გორმანი და 23 წლის იაპონელი ჩოგბურთელი – ნაომი ოსაკა.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი წლევანდელ Met Gala-ს 13 სექტემბერს უმასპინძლებს.

საღამოს თემა ,,ამერიკაში: მოდის ლექსიკონი” იქნება.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი მეჯლისი, რომლის თემა “დროის შესახებ: მოდა და ხანგრძლივობა” უნდა ყოფილიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო ,,დაქენსელდა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები