LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა

87
img-90641-2

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ადგილობრივი აეროპორტებიდან მესტიის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა.

ამასთანავე, აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სამოქალაქო აეროდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ ის გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა გარკვეული კატეგორიის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება.

„მანამდე, რესერტიფიცირება წარმატებით ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებმა გაიარეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას 5 ეტაპად ახორციელებს. ყველა ეტაპი, მესტიის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით გაიარა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რომ ოპერირება მის მიერ ოპერირებად აეროპორტში არის უსაფრთხო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისია ამოწმებს და ადგილზე აფასებს აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ საშუალებებსა და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს, რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათი წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან. საქართელოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მესტიის თამარ მეფის აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა. ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადი ამბროლაურის აეროპორტი და კერძო მფლობელობაში არსებული სხვა ადგილობრივი აეროპორტები გადიან,“- ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები