LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე მანქანა წაიღო

159
მეწყერი მესტიაში

მესტიაში მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე მანქანა წაიღო. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ცდილობენ. მათივე ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მესტიის მკვიდრი დავით ფალიანი ამბობს, რომ ადიდებული მდინარე „მესტიაჭალა1“-თან არსებულმა ხიდმა ვერ გადმოატარა.

„არავინ არ იცის, რამდენი მანაქანაა წაღებული, არც ის იცის არავინ, იმ მანქანაში იმყოფებოდა თუ არა ვინმე. იქ იყო მანქანების სადგომი. ადგილი, რომელიც დაიტბორა არის, ჭალაადის მყინვარისკენ მიმავალი გზა, რომელიც არის ორ მდინარეს შორის. აქ შენდება „მესტიაჭალა1“. ჩადგეს რამდენიმე კოსტრუქცია, მათ შორის მდინარეებზე გადასასვლელი ხიდი, სწორედ ამ ხიდმა ვერ გადმოატარა ადიდებული მდინარე. ხიდი დანგრეული აქვს მდინარეს. მე თვითონ ორი მანქანა ვნახე ნახევრად ჩამარხული. იქ ასევე არის პატარა კაფე, რომელსაც მიმდგარი აქვს წყალი. მოსახლეობა არ ცხოვრობს ახლოს, თუმცა ტურისტები იმყოფებოდნენ, რომელთა გადმოყვანასაც ცდილობენ ახლა. როგორ მოახერხებენ არ ვიცი, ორ მდინარეს შორის არიან. ამიტომაც ვიყავით ამ ჰესების წინააღმდეგ, ეს ისედაც რთული მდინარეა, მისი დამორჩილება შეუძლებელია“, – ამბობს დავით ფალიანი.