მესტიაში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რასაც მამა ემსხვერპლა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 12 წლის გოგონა სავარაუდოდ, იარაღით თამაშობდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.