LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის ქორწილის ნასუფრალი ქველმოქმედებაზე წავიდა

32

“ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავის ლიონელ მესის ქორწილიდან დარჩენილი საჭმელ-სასმელი ქალაქ როსარიოში მოქმედ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა.

“ეს ყველაფერი ჩვენთან მოიტანეს. ვუთხარით ქორწილის ორგანიზატორებს იმის შესახებ, მხოლოდ საჭმელსა და უალკოჰოლო სასმელებს მივიღებდით. ალკოჰოლისთვის ფული უნდა გადაგვეხადა, ამიტომაც ვთქვით უარი”, – განუცხადა ერთ-ერთ არგენტინულ გაზეთს საქველმოქმედო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნადია ნაზარმა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიამდე ახალდაქორწინებულმა ყველა სტუმარს თხოვეს, რომ საქორწინო საჩუქრების ნაცვლად თანხა ლეოს სახელობის ბავშვთა დახმარების ფონდისთვის გადაერიცხათ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ ანტონელა როკუცოზე 30 ივნისს მშობლიურ ქალაქში იქორწინა და გრანდიოზული საღამო მოაწყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები