LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის პიჩიჩი და დი სტეფანოს ტროფეი მისცეს

131
mini-IMG-6123

ლეო მესი გახდა პიჩიჩის მფლობელი, როგორც ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი. არგენტინელმა ასევე მოიგო ალფრედო დი სტეფანოს ტროფეი, როგორც გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ.

თავად ლეო ცერემონიაზე არ ყოფილა, მიზეზად მოახლოებული კლასიკოსთვის მზადება დასახელდა.

„დღეს არ შემიძლია ელ კლასიკოს გამო ცერემონიაზე ვიყო, მაგრამ ყველას გიგზავნით გულითად მოკითხვას.
ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება – პატივია ჩემთვის.“


ჯადოქარმა არგენტინელმა პიჩიჩი მეექვსედ მოიგო, რაც ლა ლიგის რეკორდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები