ლეო მესიმ Beats by Dre-ის ყურსასმენები აჩუქა ყველა თანაგუნდელს „ინტერ მაიამიში“ და ეს ნივთი კლუბის ფერებშია.
„ატლანტასთან“ მატჩის შემდეგ (4:0) გუნდის მცველს დეანდრე იედლინას Beats by Dre-ის ყურსასმენი შეამჩნიეს. ის „ინტერის“ ფერებში იყო.
კითხვაზე თუ სად შეიძლებოდა ასეთების შეძენა, ფეხბურთელმა უპასუხა: „მესის ჰკითხეთ. მან იშოვა გუნდისთვის. არ ვიცი იყიდა თუ არა, მაგრამ ყველას აჩუქა პირველი თამაშის აღსანიშნავად“.
მესიმ უკვე ორი მატჩი ითამაშა და ორივე დიდებულად.