ევროპის საუკეთესო ბომბარდირების ეფექტურობა გამოთვალეს. ამ საქმეს ხელი ბრიტანულმა სტატისტიკურმა კომპანია Opta-მ მოკიდა, რომელმაც ევროპის წამყვანი ხუთი ჩემპიონატის გამორჩეული მეგოლეების ეფექტურობის რეიტინგი შეადგინა. საკვლევ-სათვლელად 2014/15 წლების სეზონიდან დღევანდელობამდე პერიოდი აიღეს და გამოიყენეს სისტემა xG, რომელიც სახიფათო მომენტის ხარისხს და რეალიზაციისას ეფექტურობას აფასებს.
ბოლო ხუთ სეზონში საგოლე მომენტებს ყველაზე ეფექტურად ლიონელ მესი იყენებს. მოკლედ, აქაც ლეოა. მისმა xG-ის ინდექსმა 41-ს გადააჭარბა.
მეორეზეა „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი – 27, მესამეა “ატლეტიკოს” ფრანგი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი – 25.
ცოტა გასაკვირია, მაგრამ კიდევ ერთი გამორჩეული და უდიადესი ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო მხოლოდ მე-15 ადგილზე აღმოჩნდა.
30 გოლეადორს შორის ყველაზე არაეფექტური „რომას“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო ყოფილა.