ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია (RFEF) აპირებს „ბარსელონას“ თავდამსხმელის ლიონელ მესის ქანდაკება დადგას.
ლითონის არგენტინელი მადრიდის პროვინციაში, ქალაქ ლას როსასში გამოჩნდება. როგორც Mundo Deportivo წერს, მესის გამოსახულება მეზობლობას გაუწევს ალფრედო დი სტეფანოს, პელეს და დიეგო მარადონას ქანდაკებებს.
ფედერაციას ერთადერთი საჭოჭმანო დარჩა, როდის დადგას ძეგლი: ლეოს კარიერის დასრულებამდე თუ კარიერის დასრულების შემდეგ.
ფეხბურთელი ბავშვობიდან „ბარსელონაში“ გამოდის.
2 დეკემბერს მესიმ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მიიღო და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.
აი ეს არის ლას როსას საფეხბურთო ქალაქი