LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის და ნეიმარს ვიღაც ტიპებმა აჯობეს

33

ლიონელ მესი და ნეიმარი პუშკაშის პრიზის პრეტენდენტთა სამეულში ვერ მოხვდნენ.
ჯილდოსთვის ვიღაც მარლონე, დანიუშკა როდრიგესი და მოხდა სუბრი იბრძოლებენ.

ბრაზილიური „კორინთიანსის“ ნახევარმცველი მარლონე, ვენესუელელი ქალბატონი დანიუშკა როდრიგესი და მალაიზიელი ნახევარმცველი მოხდა ფაიზა სუბრი „პენანგადან“ წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორთა სამეულში შევიდნენ.

მარლონემ თავი ლიბერტადორესის თასზე ჩილეს „კობრესალის“ წინააღმდეგ გამოიჩინა. როდრიგესმა 17 წლამდე სამხრეთ ამერიკის პირველობაზე გაუტანა კოლუმბიას. სუბრიმ კი მალაიზიის ჩემპიონატში „პახანგთან“ შეხვედრაში ივარგა.

გამარჯვებული ფიფას საიტზე გულშემატკივართა შორის ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება.

საუკეთესო გოლის ავტორს ციურიხში 9 იანვარს დააჯილდოვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები