LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

72

ლიონელ მესის და მამამისს 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა ისინი სასჯელს არ მოიხდიან.

ესპანეთში ”ბარსელონას” ფეხბურთელის ლიონელ მესის მხრიდან გადასახადების გადაუხდელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანეს.

მესის და მამამის ხორხეს მაქინაციებისთვის 21 თვით ციხე გამოუწერეს. თუმცა არცერთი მათგანი ვირის აბანოში არ წავა, რადგან არგენტინელებისთვის ეს არის პირველი შემთხვევა (ისინი რეციდივისტები არ არიან) და თან სასჯელი ორ წელიწადზე ნაკლებს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ამ გაწელილ საქმეში მესი ამტკიცებდა, რომ საკუთარ ფინანსებს არ მართავდა, ამით მამამისი იყო დაკავებული და თავად წარმოდგენა არ ქონდა რა ხდებოდა.

საუბარი და საქმე კი ფეხბურთელის საიმიჯო უფლებებზე ”მოტეხილ” 4 მილიონ ევროზე იყო.

13598894_10208078600817545_355429609_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები