LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის 100 მილიონს მისცემენ: ლეომ გოლების რეკორდი მოხსნა

95

ლიონელ მესი პირველი ფეხბურთლია, რომელიც წელიწადში 100 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს.

არგენტინელი ახალი კონტრაქტის მიხედვით ოთხ წელიწადში ხელფასის სახით კლუბისგან 400 მილიონს მიიღებს.

Football Leaks-ის ცნობით, „ბარსელონას“ ათიანი ბონუსების ჩათვლით წელიწადში დაახლოებით, გადასახადების გადახდის შემდეგ, 122 მილიონ ევროს შოულობს. ამგვარად არგენტიელი სუპერვარსკვლავი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც საკონტრაქტო პირობების თანახმად წელიწადში 100 მილიონზე მეტს გადაუხდიან.

ოფიციალური ინფორმაციით, მესის ხელფასი წელიწადში 50 მილიონია.

ამასობაში მესიმ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა, ამჯერად გერდ მიულერის გოლების.
არგენტინელი რეკორდსმენი გახდა ტოპ 5 ჩემპიონატში ერთი კლუბის რიგებში გატანილი გოლების მიხედვით.

ლეომ კვირას „რეალ სოსიედადს“ რომ გოლი გაუტანა, ის 366-ე აღმოჩნდა 401 შეხვედრაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები