ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩი „ბარსელონას“ კაპიტნის ლეო მესისთვის „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ განსაკუთრებული გამოდგა. 34-ე წუთზე ლეომ გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა.
ეს ლეოსთვის მე-100 გოლი გახდა ერნესტო ვალვერდეს ხელში, ასევე 50-ე გოლია საჯარიმოდან გატანილი.
ვალვერდეს პერიოდში მესის შედეგიანობა ერთ-ერთი საუკეთესო კარიერაში. 100 გოლი არგენტინელმა 112 მატჩში გაიტანა. უფრო მეტი მხოლოდ ლუის ენრიკეს მწვრთნელობისას (158 მატჩი და 153 გოლი), ასევე გვარდიოლას ეპოქაში (219 მატჩი და 211 გოლი).
ლეოს ზედიზედ მეოთხე მატჩია გოლი გააქვს.
მესიმ რონალდოს გადაასწრო საკლუბო დონეზე გატანილი გოლებით და თან 119 მატჩით ნაკრები ითამაშა.
მესის ანგარიშზე 608 გოლია, კრიშტიანოს 606 აქვს გატანილი. არგენტინელმა ეს გოლები 695 შეხვედრაში გაიტანა, პორტუგალიელს კი 814 თამაში დასჭირდა.