”ბარსელონას” ფორვარდმა ლეო მესიმ კუთხურიდან დარტყმული ბურთი პირველივე ცდით ხარიხას მოარტყა.
ლეომ მონაწილეობა მიიღო აქციაში Crossbar Challenge, რომლის არსი იმაშია, რომ ბურთი კარში კი არ უნდა გაგზავნო, არამედ სწორედ ხარიხას გაარტყა.
ვიდეო არგენტინელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ”ადიდასის” ტალანტების გუნდის სხვა წევრებს მოუწოდა შეურთდნენ აქციას.
მესის გუნდში კი შედიან: რობერტ კენედი (ჩელსი), მაქსველ კორნე (ლიონი), ჟერემი ბოგა (რენი), აკურსიო ბენტივენია (კომო), ჯეიმს უილსონი (ბრაიტონი), ტიმო ვერნერი (შტუტგარტი), გიასი ზარდესი (ლოს ანჯელეს გალაქსი), მარკუშ ლოპეში (ლილი), ჰირი შელტონი (ნიო-იორკ სიტი).
მესის გუნდის წევრები სწორედ არგენტინელის ბუცებით – adidas Messi 15 ითამაშებენ.