LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ ოქროს ბუცი მეხუთედ მოიგო (ფოტოები)

mini_2018-12-18-MESSI-BOTA-DE-ORO-145

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ „ოქროს ბუცი“ მიიღო. 2017-18 წლების სეზონში, არგენტინელმა 34 გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში (36 მატჩში). არგენტინელ მეგოლეს “ოქროს ბუცი” ევროპის სპორტულ გამოცემათა ასოციაციამ გადასცა.

მესისთვის ეს არის მეხუთე ჯილდო, რაც რეკორდია, რადგან მის მთავარ კონკურენტ კრიშტიანო რონალდოს ოთხჯერ აქვს მოგებული ეს პრიზი.

ლიონელ მესის „ოქრო ბუცები“:

2009/10 – 34 გოლი
2011/12 – 50 გოლი
2012/13 – 46 გოლი
2016/17 – 37 გოლი
2017/18 – 34 გოლი

„ოქროს ბუცი“ ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.

“რა თქმა უნდა, არ ველოდი ასეთ დიდ წარმატებას, როცა კარიერას ვიწყებდი. ჩემი ოცნება იყო, უბრალოდ, მიმეღწია წარმატებებისთვის ფეხბურთში. ხალისით ვშრომობ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რათა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გამარჯვებული იყოს.
დიახ, “ბარსელონა” საუკეთესო გუნდია მსოფლიოში და მე მყავს მსოფლიოში საუკეთესო თანაგუნდელები. ჩემი წარმატება მათი დიდი დამსახურებაა. მადლობა ღმერთს, ფიზიკურადაც და ემოციურადაც შესანიშნავად ვგრძნობ თავს. წლები გადის და ვცდილობ, ჩემს თავზე მეტი ვიზრუნო, რადგან ფეხბურთი სულ უფრო და უფრო მეტ ენერგიას ითხოვს”, – თქვა მესიმ დაჯილდოების შემდეგ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები