LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიგო და რონალდოს გაასწრო

106
2729141-56404830-2560-1440

პარიზში 2019 წლის შედეგების „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

ჯილდო „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მიიღო. მან აჯობა „ლივერპულელებს“ – ჰოლანდიელ მცველ ვირხილ ვან დეიკს და თავდამსხმელ სადიო მანეს, ასევე „იუვენტუსის“ პორტუგალიელ შემტევ კრიშტიანო რონალდოს.

ათეულში ასევე მოხვდნენ მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), კილიან მბაპე (პსჟ), ალისონი („ლივერპული“), რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“), ბერნარდო სილვა და რიად მარეზი („სიტი“).

კოპას პრიზი – 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელი – მიიღო მატიის დე ლიხტმა („აიაქსი“/“იუვენტუსი“).

საუკეთესო მეკარის ლევ იაშინის სახელობის პრიზი „ლივერპულის“ ბრაზილიელ კიპერ ალისონ ბეკერს შეხვდა.

ქალების „ოქროს ბურთი“ ამერიკელ მეგან რაპინოს მისცეს.

 

„ოქროს ბურთის“ ცერემონიის მთავარი ფოტოები

 

ლეო მესიმ კარიერაში მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიგო. მანამდე არგენტინელს ეს ჯილდო შინ 2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში მიქონდა. „ბურთების“ მხრივ მან რონალდოს გადაასწრო, რომელსაც აქამდე მასავით 5 ცალი ქონდა.

მესის „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდა. ვან დეიკის (სალაჰისა და მანესიც) „ლივერპული“ კი პრემიერლიგაში მეორე იყო და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები