LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ მდიდრული სასტუმრო იყიდა და ყველა თანამშრომელი გააგდო: საქმეში ქალაქის მერი ჩაერია, ლეო სკანდალშია

68
messi-de-heacuteroe-a-villano-cerca-de-40-despidos-tras-su-poleacutemica-inversioacuten-hotelera-de-lujo-en-caacutediz-5082713-1280x720

პსჟ-ს თავდამსხმელმა ლეო მესიმ მთელი პერსონალი დაითხოვა სან-როკეში მდიდრული სასტუმროს ყოდვის შემდეგ.

ჯგუფი MIM Hotels – სასტუმროების ქსელია, რომელიც 34 წლის არგენტინელს ეკუთვნის. მათ რამდენიმე დღის წინ, კადისის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონ სოტოგრანდეში მდიდრული სასტუმრო შეიძინეს.

ბოლო წლებში მესიმ მთელი რიგი მაღალი კლასის ობიექტები იყიდა, რომლებიც შეძლებული ადამიანების დასვენებაზეა გათვლილი: სან-როკეს ყველაზე ცნობილი სასტუმრო უკვე მეექვსეა, რომელიც ფეხბურთელმა მიისაკუთრა. თუმცა ბოლო გარიგებას სკანდალი მოყვა.

შეძენისთანავე MIM Hotels-ის მმართველმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სან-როკეში მთელი პერონალი სამსახურიდან გაუშვა, დაახლოებით 40 ადამიანი. ქალაქის მერმა ხუან კარლოს რუისმა მსგავს საქციელს მთელი ქალაქისთვის დარტყმა უწოდა. ის აპირებს დაუკავშირდეს MIM Hotels-ს და გადაწყვეტილება გადაათქმევინოს.

ამასთან, შესაძლებელია თანამშრომლების ერთდროულად დათხოვნა წინააღმდეგობაში მოვიდეს ევროკავშირის შრომით კანონმდებლობასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები