LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა (ვიდეო)

86

”ბარსელონას” არაამქვეყნიურმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ კარიერის განმავლობაში თავისი მე-500 გოლი გაიტანა.

საიუბილეო გოლი არგენტინელმა მოვლენამ ”ვალენსიას” კარში შეაგდო. ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალში ”ბარსელონამ” გასაცოდავებული ”ვალენსია” ნაფლეთებად აქცია – 7:0. მეორე ტაიმის შუაწელს მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და გატანილი გოლების ანგარიში 501-მდე გაზარდა.
”ბარსელონას” შემადგენლობაში ლეომ 435 გოლი გაიტანა, არგენტინის ნაკრებს კი 65 ბურთით შეეწია.

28 წლის თავდამსხმელის აქტივში 203 საგოლე გადაცემა და 28 მოგებული ტროფეია.
ბარემ, გეტყვით, რომ ”ბარსელონა” სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადაცდა. მეასე ლუის სუარესის მეორე გოლი გახდა, შემდეგ კი მესიმ და იმავე სუარესმა კიდევ რამდენიმე შეყარეს და ”ბარსას” უკვე 105-ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=UYGOoVDCqUo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები