„ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ პროფესიულ კარიერაში 600 მატჩი ითამაშა. ეს საიუბილეო შეხვედრა ესპანეთის პრიმერას მე-13 ტურს დაემთხვა „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ (4:0), რომელიც მესიმ მორიგი გატანილი გოლით აღნიშნა.
ამ 600 მატჩიდან მესიმ „ბარსელონას“ რიგებში 420 გოლი გაიტანა და 156 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო არგენტინის ნაკრებში მონაგარს 49 გოლი და 29 შედეგიანი პასი მიამატა.