LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ჩაატარა

43

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “რომასთან” გამართულ შეხვედრაში, კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

მესი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 100 შეხვედრის ჩატარება შეძლო – 28 წლისა და 84 დღის.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩატარებულ 100 შეხვედრაში მესის ანგარიშზე 77 გოლი და 21 ასისტია.

აქამდე აღნიშნული რეკორდი მადრიდის “რეალის” ესპანელი ფორვარდ რაულ გონსალესს ეკუთვნოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები