”ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი პრიმერა დივიზიონში პირველად დაასახელეს თვის მოთამაშედ. რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, არგენტინელმა ეს ჯილდო მხოლოდ 23-ე მცდელობით მიიღო.
ესპანურმა ლიგამ მესი იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
”ბარსამ” წლის პირველ თვეს 5 მატჩი ჩაატარა, აქედან ოთხი მოიგო და ერთხელ ფრედ ითამაშა.
თავად მესიმ ”გრანადასთან” ჰეთ-თრიკი შეასრულა, თითო გოლი გაუტანა ”ატლეტიკოს”, ”მალაგას” და ”ატლეტიკს”.
იანვრის მწვრთნელი ”სევილიას” დამრიგებელი უნაი ემერი გახდა.
ლა ლიგა თვის საუკეთესო ფეხბურთელს და მწვრთნელს 2013 წლის სექტემბრიდან აჯილდოებს.
სხვათა შორის, მესის მთავარ მეტოქეს კრიშტიანო რონალდოს ეს პრემია სულ რაღაც ორჯერ აქვს აღებული.