LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი სიტიში გადავა: ლეომ ბარსელონას ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა

66

ლიონელ მესი 2018 წელს „მანჩესტერ სიტიში“ გადავა.
არგენტინელს სურს პეპ გვარდიოლას შეუერთდეს.

მესიმ გადაწყვეტილება მიიღო 2018 წელს „ბარსელონა“ დატოვოს. „მარკა“ ამტკიცებს, რომ ლეოს სურს, „სიტისთან“ შეთანხმება გააფორმოს.

„არ დამირეკავს მესისთვის. მინდა, რომ ლეო ბარსელონაში დარჩეს. თუმცა მის შვილებს შესაძლოა დაჭირდეთ ინგლისური ენის პრაქტიკა ან ახალი გამოცდილება. თუ ლეო წავა, ბევრი კლუბი გამოჩნდება, რომელსაც მისი გადაბირება მოუნდება. გადაწყვეტილება კი თავად მესიმ უნდა მიიღოს“, – თქვა გვარდიოლამ ოქტომბერში.

იმავე „მარკა“ ამ დღეებში წერდა, რომ მესიმ უარი თქვა კატალონიელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელსაც ვადა 2018 წლის 30 ივნისს გასდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები