LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი საუკეთესო გამთამაშებელია

90

”ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი 2015 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერი გახდა. ეს ჯილდო მას ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მიანიჭა. სხვათა შორის არგენტინელმა გენიამ ეს ჯილდო პირველად მოიგო. მეორე ადგილზე გავიდა მესის თანაგუნდელი ანდრეს ინიესტა, ხოლო მესამეა ”ნიუ-იორკი სიტის” იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო, რომელმაც სეზონის პირველი ნაწილი ”იუვენტუსში” გაატარა.

ბარემ გეტყვით, რომ იტალიელი მსაჯი ნიკოლა რიცოლი ზედიზედ მეორედ საუკეთესო არბიტრად დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები