მესის 34-ე მსხვერპლი, MSN-ს 180 გოლი და სხვა სტატისტიკა.
ლეო ერთ ნაბიჯშია რაულამდე.
„ლეგანესმა“ 88-წლიან ისტორიაში პირველად ითამაშა „ბარსელონასთან“.
„ბარსამ“ ზედიზედ მეექვსედ მოუგო გასვლაზე მადრიდულ კლუბს (ლეგანესი მადრიდის გარეუბანში მდებარეობს). ბოლოს დედაქალაქში კატალონიელებმა ქულები 2014 წლის 13 დეკემბერს დაკარგეს, „ხეტაფესთან“ 0:0 ითამაშეს.
„ლეგანესთან“ მატჩის შემდეგ ხავიერ მასკერანო გახდა „ბარსელონას“ მინდვრის მოთამაშეთაგან უგოლო რეკორდსმენი. არგენტინელმა პრიმერაში 174-ე უგოლო მატჩი ითამაშა და მიხაელ რაიციგერს გაასწრო.
პრიმერას გასვლით შეხვედრაში მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიოს ყველა წარმომადგენელმა გაიტანა პირველივე ტაიმში. ეს პირველად მოხდა.
2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული მესიმ, ნეიმარმა და სუარესმა 180 გოლი გაიტანეს და 88 საგოლე გადაცემა გააკეთეს.
ლუის სუარესმა 66 მატჩში 60 გოლი გაიტანა.
ანდრეს ინიესტამ პრიმერაში 391-ე მატჩი ითამაშა და ამ მაჩვენებლით მიგელს დაეწია. თამაშების რაოდენობით ინიესტა ჩამორჩება ჩავის (505) და კარლეს პუიოლს (392). 16 სექტემბერს 20 წელი გახდა, რაც ანდრესი კატალონიური კლუბის სტრუქტურაში შევიდა.
„ლეგანესი“ გახდა პრიმერას 34-ე გუნდი, რომლის კარი აიღო ლიონელ მესიმ. ლეო მიუახლოვდა „რეალის“ ყოფილი ფორვარდის რაულ გონსალესის რეკორდს (35).
2016 წელს მესიმ პრიმერას 26 მატჩში 38 გოლი გაიტანა: 24 „კამპ ნოუზე“ და 14 სხვადასხვა სტადიონებზე.
„ბარსელონას“ მშრალი სერია გასვლით შეხვედრებში 448-ე წუთზე შეწყდა. ჩემპიონს ჯარიმიდან გოლი ბრაზილიელმა პირესმა გაუტანა.
„ბარსელონამ“ ამ სეზონში ორი გუნდისგან გაუშვა, რომლებიც პრიმერაში აღზევდნენ.