არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთების რეიტინგს თავში მოექცა. ეს რეიტინგი Forbes-მა შეადგინა. 30 წლის არგენტინელი წლიურად 111 მილიონ დოლარს შოულობს.
ის, რომ მესის ყველზე მეტი ფული აქვს, იმის გამოა, რომ „ბარსელონასთან“ ხელსაყრელი ახალი კონტრაქტი გააფორმა: ლეო კვირაში 667 ათასი დოლარს გამოიმუშავებს.
მეორე ადგილზე რა თქმა უნდა პორტუგალიის ნაკრებისა და “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გავიდა – 108 მილიონი დოლარი წელიწადში. მესამეზეა პსჟ-სა და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი 90 მილიონიანი შემოსავლით.