LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი პირველზე გადავიდა, ხვიჩა ისევ ათეულშია – ოქროს ბურთის ფავორიტები

134
Lionel_Messi_Ballon_d_Or_2021

გამოცემა Goal-მა გამოაქვეყნა „ოქროს ბურთის“ ბრძოლაში ფავორიტების განახლებული რეიტინგი.

პირველ ადგილზე გადავიდა ლეო მესი, რომელმაც თანაკლუბელი კილიან მბაპე ჩააჩოჩა.

ათეულში შეძვრა ანტუან გრიზმანი, რომელიც წინა რეიტინგში არ ყოფილა.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ათეულში ადგილს ინარჩუნებს ხვიჩა კვარაცხელია, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატისა.

ტოპ 10 ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (პსჟ);

2. კილიან მბაპე (პსჟ);

3. ერლინგ ჰოლანდი(„სიტი“);

4. ნეიმარი (პსჟ);

5. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“);

6. ვინისიუსი („რეალი“);

7. კევინ დე ბრუინი („სიტი“);

8. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“);

9. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“);

10. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“).

„ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი კარიმ ბენზემა მე-20 ადგილზე დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები