LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ეკლესიაში ფეხით წავა: ოღონდ ჩემპიონები გავხდეთ

36

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ პირობა დადო, რომ იმ შემთხვევაში, თუ არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს, იგი ფეხით წავა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მოსალოცად. აღნიშნული ეკლესია მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

“ყოველთვის მჯეროდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებდით, თუმცა მეგონა, რომ ამას უფრო ადრე მივაღწევდით. თუ მუნდიალს მოვიგებთ, გპირდებით, რომ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მოსალოცად ფეხით წავალ. ჩვენ ყველას გვინდა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება”, – განაცხადა მესიმ, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ეკვადორთან ჰეთთრიკი შეასრულა და არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები